weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილს დღესაც დაკითხავენ

12:19 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ მივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მისი დაკითხვა უნდა გაგრძელდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაჩალიკაშვილის დაკითხვა 13:00 საათზე დაიწყება.

„ცდილობენ წნეხის ქვეშ მომაქციონ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ან გადამღალონ, ან ჭკვიდან გადამრიონ, ან რაღაც სისულელე მათქმევინონ, იმიტომ, რომ როცა დაკითხვაზე ვარ, ერთ შეკითხვას 30-ჯერ მისვამენ. მოდულის შენობაში შესვლა ჩემთვის მეხის დაცემას ნიშნავს, რადგან ვიცი, რომ იქ ჩემი შვილის მკვლელები სხედან“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილი პირველად 16 აგვისტოს დაკითხეს. ადვოკატების განცხადებით, გამომძიებლებმა ის კითხვები დასვეს, რაზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა.

„როგორც საგამოძიებო ორგანომ განგვიმარტა, წინა ჯერზე კითხვები ვერ ამოწურეს და დღეს გაგრძელდება დაკითხვა. ჩვენთვის დაუსაბუთებელი და გაუგებარია, ამ ეტაპზე, როდესაც კონკრეტული პირების მიმართ უკვე დადგენილია სასამართლოს განაჩენი, რატომ გახდა საჭირო მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა და რატომ არ ჰქონდათ მასთან კითხვები გამოძიების საწყის ეტაპზე“, - აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტიმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს გამოიტანა. სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისთვის ბრალდებული 6 პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს და რუსლან შავაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილსაც ადანაშაულებდა, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]